ესსეების საპრიზო კონკურსი ახალგაზრდებისთვის - მეოთხე რაუნდი

ვაცხადებთ კონკურსის მეოთხე რაუნდს და ვიწვევთ ახალგაზრდებს (30 წლამდე) საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, მათ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თემატიკაზე ესსეების მოსამზადებლად. ესსე მომზადებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და შეიცავდეს 3,000-მდე სიტყვას.

ესსე უნდა იყოს კარგად მომზადებული როგორც ანალიტიკური, ისე ლინგვისტური თვალსაზრისით. უმჯობესია, თემატიკა ისე იქნას შერჩეული, რომ კარგად წარმოჩინდეს ავტორის კვლევითი ან პროფესიული გამოცდილებიდან მიღებული ცონდა. ნაშრომში უნდა მოიცავდეს საინტერესო არგუმენტებს და მოსაზრებებს. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებულებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.3dcftas.eu.

გაიცემა 500 ევროს მოცულობის პრიზი დაახლოებით 4 გამარჯვებული კონკურსანტისთვის.

ესსეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი. ნაშრომი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: remizov@ier.kyiv.ua. მითითებულ უნდა იქნას კონკურსანტის მოქალაქეობის ქვეყანა და წლოვანება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წინა რაუნდის კონკურსის შედეგები და თანდართული პუბლიკაციები.