Reformatics-ს ტუნისის დელეგაცია ეწვია საქართველოს DCFTA-ის მოლაპარაკებების გამოცდილების გასაზიარებლა

2019 წლის 12-14 მარტს, Reformatics-მა უმასპინძლა ტუნისის DCFTA-ის მომლამარაკებელ გუნდს საქართველოში. ვიზიტის მიზანი იყო ტუნისსა და ევროკავშირს შორის DCFTA-ის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდისთვის მომზადების მიზნით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება ევროკავშირთან DCFTA-ის მოლაპარაკებებთან და ასევე, მისი განხორციელების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

 

ვიზიტი ორგანიზებული იყო Reformatics-ის და Bertelsmann-ის ფონდის მიერ.

 

Reformatics-ის გუნდმა, რომლის წევრებიც არიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის DCFTA-ის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი და მომლაპარაკებელთა ჯგუფი, სტუმრებს გაუზიარა DCFTA-სთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება და მიაწოდა პრაქტიკული რჩევები მოლაპარაკებების შინაარსობრივ ასპექტებსა და მიდგომებთან დაკავშირებით. განხილულ იქნა DCFTA-ში შემავალი მიმართულებები, მათ შორის, მომსახურება და ინვესტიციები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები (SPS), კონკურენციის პოლიტიკა, სახელმწიფო დახმარება და საბაჟო. ცალკე სესია დაეთმო უკრაინის გამოცდილების გაზიარებას.

 

გარდა ამისა, Reformatics-მა ორგანიზება გაუწია ტუნისის დელეგაციის შეხვედრებს DCFTA-ის განხორციელებაში ჩართულ სამინისტროებთან. საბაჟო რეფორმების და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების კუთხით, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრები ეწვივნენ გაფორმების ეკონომიკურ ზონას.